logo
ENG



ზურაბიშვილი სიტყვით გამოსვლაზე: თუ მომცემენ [საშუალებას], ძალიან კარგი

15 დეკ 202317:42
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ ქართული ოცნების წევრები მას სცენაზე სიტყვით გამოსვლის საშუალებას მისცემენ.

"თუ მომცემენ [საშუალებას] ძალიან კარგი, თუ არ მომცემენ კარგი", - ამბობს ზურაბიშვილი.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია ნაბიჯია ევროპისკენ.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისკენ, რომელსაც ვულოცავ სრულიად საქართველოს, აქ მდგომ ადამიანებს, ვინც არ უნდა იყვნენ, რა მხარესაც არ უნდა იდგნენ სხვა პოლიტიკურ საკითხებზე. ვულოცავ რეგიონებში მყოფ ადამიანებს. ვულოცავ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც ასევე უხარიათ დღევანდელი დღე. ეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ერთად", - აღნიშნა მან.

თავისუფლების მოედანზე აქცია-კონცერტი პრემიერ-მინისტრმა დააანონსა. შეკრება 17:00 საათზე დაიწყო. მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ მივიდა. მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს საქართველოს ზეიმია და სიტყვითაც გამოვა, თუ ამისი შესაძლებლობა მიეცემა.

14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.


close დახურვა